საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია

საერთო აკადემიური მოსწრება

ნინო ახალმოსულიშვილი

ინფორმაცია

ნინო ახალმოსულიშვილი გახლავთ ჩვენი გიმნაზიის X კლასის რეიტინგული მოსწავლე.
ნინომ 2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრი დაასრულა უმაღლესი აკადემიური მოსწრებით – 10 ქულით.

ის აქტიურად იყო ჩართული სასკოლო ცხოვრებაში: მონაწილეობდა ისტორიისა, ქართულ და ინგლისურ ენაში გამართულ პრეზენტაციებში ასევე ეროვნულ ოლიმპიადებში.გარდა ამისა, ნინო უკრავდა ფორტეპიანოს კონცერტებში, რომლებიც სკოლა-გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლის ორგანიზებით იმართებოდა.

ვულოცავთ ნინოს მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალშიც ასეთივე ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო პროცესს.
გიმნაზიის დირექცია იმედს გამოთქვამს, რომ ნინო კვლავ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებებით.

სურათები

ვიდეოები