საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია

სიახლე

განცხადება

კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : განათლება | გამოქვეყნდა: 2022-09-07 12:48:01

გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin


განცხადება

გიმნაზიაში მიმდინარეობს ახალ კონცეფციაზე მუშაობა, ადმინისტრაციულ, საფინანსო-ეკონომიკურ, სასწავლო - საგანმანათლებლო, და დამატებითი საგანმანათლებლო მიმართულებებით:
1. გათავისუფლდა გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი და ყველა დელეგირებული ფუნქციები, (ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე) შეითავსა გიმნაზიის რექტორმა.....
2. არსებული ინფლაციის გათვალისწინებით გაიზარდა სწავლის გადასახადი 30 %- ით და გაუქმდა შეღავათები.( 1700 ლარის ნაცვლად გადასახადი გახდა 2200 ლარი).
3. სწავლის გადასახადის გაზრდამ გამოიწვია მოსწავლეთა მობილობა და აქედან გამომდინარე კლასების, საგაკვეთილო საათებისა და სამწუხაროდ, საგნის პედაგოგების შემცირება. (პედგოგებს ამის შესახებ ოფიციალურად ეცნობათ ხელშეკრულებების გაფორმებამდე ერთი თვით ადრე)....
3. ყველა მოსწავლე, რომლის მშობელიც წინასწარ გაეცნო გიმნაზიის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსს და გააფორმა ძირითადი საგანმანათლებლო ხელშეკრულება, ახალი სასწავლო წლის დაწყების პირველი დღიდანვე გიმნაზიაში უნდა გამოცხადდეს მოსწავლის ფორმით, გიმნაზიის ლოგოთი, სახელმძღვანელოებით, და დაშვების ბარათით.
5. იხსნება ქართული ენისა/ლიტერატურის და ინგლისური ენის სწავლების კაბინეტები, სადაც მოსწავლეები გაძლიერებულად შეისწავლიან ამ საგნებს, ხოლო მე- 11 და მე -12 კლასის მოსწავლეებისათვის ამ საგნებში ჩატარდება აბიტურის საათები. ( არც ერთ გიმნაზიელს არ უნდა დაჭირდეს ამ საგნებში რეპეტიტორთან მომზადება)
6. ამოქმედდება სარეიტინგო სისტემა...სარეიტინგო სიტემა მოიცავს ოთხი მიმართულების ჯამს: 1. აკადემიური მოსწრება 2. დისციპლინა 3. გაკვეთილებზე დასწრება 4. ღონისძიებებში ჩართულობა.
****დირექციის მიერ გამოვლენილი 10 მაღალრეიტინგული
მოსწავლე ისარგებლებს სასწავლო გადასახადის 50% - იანი შეღავათით.
***ეროვნულ ოლიმპიადაზე გამარჯვებული მოსწავლე იმ წელს, რომელ წელსაც მიაღწია წარმატებას, თავისუფლდება მთელი წლის გადასახადისაგან, ხოლო გადახდილი თანხა უბრუნდება უკან ან ჩაეთვლება მომავალი სასწავლო წლის გადასახადში;
***ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურზე გადასულ მოსწავლეს უმცირდება სწავლის გადასახადი 50%-ით, უკან უბრუნდება ზედმეტად გადახდილი თანხა ან ეთვლება მომავალი სასწავლო წლის გადასახადში;
***ეროვნული ოლიმპიადის მეორე ტურზე გადასულ მოსწავლეს სწავლის გადასახადი 10%-ით უმცირდება, უკან უბრუნდება ზედმეტად გადახდილი თანხა ან ეთვლება მომავალი სასწავლო წლის გადასახადში;
7. ელექტრონულ ჟურნალს ემატება ახალი ფუნქციები, რომელიც უფრო ეფექტურს გახდის სკოლის დირექციასა და მოსწავლის მშობელს შორის კომუნიკაციას....
8. მაღალრეიტინგული მოსწავლეები ჩაერთვებიან საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში....
სკოლა-პანსიონის დირექცია

ძიება
კატეგორიები
უახლესი ამბები
დატოვე კომენტარი: