საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია

სიახლე

გრძელდება მოსწავლეთა მიღება გიმნაზიაში

კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : განათლება | გამოქვეყნდა: 2022-09-06 14:21:34

გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin


 გრძელდება მოსწავლეთა მიღება გიმნაზიაში

გიმნაზიის რექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე შეხვდა ირანის ისლამური რესპუბლიკის მაზანდარის პროვინციის ქართველებს, რომელთაც სურვილი აქვთ დაბრუნდნენ სამშობლოში და თავიანთ შვილებს, საპატრიარქოს რეკომენდაციით, ასწავლონ ჩვენს გიმნაზიაში.
დედა ქალბატონი ირინა (სოგოლი) გურჯი.
შვილები : ნიკოლოზ (ჰირბული) და მიქაილი (მეჰრბოლი) ნორუზები მე- 6 და მე- 8 კლასის მოსწავლეები არიან,
მათ ფერეიდნელი ქართველებისაგან განსხვავებით ქართულად საუბარი უჭირთ, რის გამოც თარჯიმნის მეშვეობით ხდებოდა კომუნიკაცია......
ირანელი ქართველი ბავშვები, ამასთანავე არიან გამორჩეული მუსიკალური ნიჭის, უკრავენ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე....... რომლებიც ამასთანავე ისწავლიან გიმნაზიის ტერიტორიაზე მდებარე ხელოვნების სკოლა-პანსიონში.....
აღსანიშნავია, რომ ქალბატონ ირინას მამა ამბროსი გურჯი, მაზანდარის ოლქის ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელია......

ძიება
კატეგორიები
უახლესი ამბები
დატოვე კომენტარი: