წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა
კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : განათლება | გამოქვეყნდა: 2022-09-06 14:18:14
გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin

28.06.2022
წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგისა და რეგლამენტის დამტკიცების შესახებ;
მომხსენებელი - მზიური კოჩალიძე - პედსაბჭოს თავჯდომარე, სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი.
2. გიმნაზიის მოსწავლეთა პირადი საქმეების მონიტორინგის შესახებ;
მომხსენებელი - მარინა გოგოლაძე - განათლების ხარისხის მართვისა და საქმისწარმოების მენეჯერი;
3. საგნის/საგნობრივი ჯგუფების კათედრების თავჯდომარეების ანგარიში 2021-2022 სასწავლო-წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ;
მომხსენებლები: - საგნის/საგნობრივი ჯგუფების კათედრების თავჯდომარეები
4. ინფორმაცია, გიმნაზიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ;
მომხსენებელი - ციცინო ანთაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;
5. ინფორმაცია, გიმნაზიაში კლასგარეშე ღონისძიებების სამსახურის მიერ 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ ;
მომხსენებელი - რუსუდან რევაზიშვილი - კლასგარეშე ღონისძიებების მენეჯერი;
6. გიმნაზიის სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერის ანგარიში 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ;
მომხსენებელი - მზიური კოჩალიძე - პედაგოგიური საბჭოს თავჯდომარე, სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი
7. გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის ანგარიში 2021-2022 სასწავლო წლის შედეგებისა და მიმდინარე ამოცანების შესახებ;
მომხსენებელი - მაყვალა ანთაძე - გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი,
8. თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეთა კლასიდან კლასში და საფეხურიდან საფეხურზე გადაყვანის შესახებ;
მომხსენებელი - მზიური კოჩალიძე - სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი, პედაგოგიური საბჭოს თავჯდომარე,
9. ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლლებების განხილვის შესახებ;
მომხსენებელი - მარინა გოგოლაძე - განათლების ხარისხის მართვის და საქმისწარმოების მენეჯერი;
10. 2022-2023 სასკოლო სასწავლო გეგმის პროექტის განხილვის შესახებ;
მომხსენებელი - მზიური კოჩალიძე - პედაგოგიური საბჭოს თავჯდომარე, სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი
11. ინფორმაცია გიმნაზიის ფინანსური მდგომარეობისა და საპატრიარქოში წარსადგენი, გიმნაზიის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შესახებ.
მომხსენებელი - დეკანოზი მირიან (ნოდარ) სამხარაძე - გიმნაზიის რექტორი
12. წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგთა ანაზღაურებად შვებულებაში გაშვების შესახებ;
მომხსენებელი - მაყვალა ანთაძე - აღმასრულებელი დირექტორი
13. მიმდინარე საკითხები, განცხადებები.
პედაგოგიურმა საბჭომ ხმების აბსოლიტური უმრავლესობით დადებითად შეაფასა გიმნაზიის, გასული 2021/2022 სასწავლო წლის მუშაობა.
გიმნაზიის რექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, პედაგოგიურ საბჭოს გააცნო საპატრიარქოში წარსადგენი, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით, გაზრდილია 100 000 ლარით, რაც განპირობებულია პედაგოგთა საკვალიფიკაციო სახელფასო დანამატისა და სამეურნეო ხარჯების გაზრდის გამო არსებული ინფლაციის გათვალისწინებით.
გიმნაზიის რექტორმა დააკმაყოფილა აღმასრულებელი დირექტორის, მაყვალა ანთაძის განცხადება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, და მადლობა გამოუცხადა 12 წლიანი თავდაუზოგავი შრომისათვის და აღნიშნა ის დიდი ღვაწლი, რაც მას მიუძღვის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და გიმნაზიის წინაშე.
პედაგოგიურ საბჭოზე, გიმნაზიის რექტორის მიერ გაკეთდა განცხადება პედაგოგთა კუთვნილ შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით 2022 წლის 1 ივლისიდან და შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრა 48 კალენდარული დღით, რის შემდეგაც ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდება ყველა პედაგოგს. დაზუსტდა თანამშრომლებთან, კომუნიკაციის ოფიციალური საშუალების, ელექრტონული ფოსტის მისამართები, რომლის მეშვეობითაც, ყველა პედაგოგს ეცნობება დირექციის შემდგომი გადაწყვეტილებები.
მიმდინარეობს დირექციასა და მოსწავლის მშობელს შორის, ძირითადი საგანმანათლებლო ხელშეკრულებების გაფორმება, რომელიც უნდა დასრულდეს 15 ივლისს, რომლის შემდეგ დადგინდება მოსწავლეთა, ფინანსური კლასებისა და საგაკვეთილო საათების რაოდენობა.
აქედან გამომდინარე, ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი თვით ადრე, ეცნობება ყველა პედაგოგს, აპირებს თუ არა გიმნაზიის დირექცია მასთან ხელშეკრულების გაფორმებას.
ვისაც ეცნობება, რომ გიმნაზია აპირებს მასთან ხელშეკრულების გაფორმებას, უნდა წარმოადგინოს:
1. სამოტივაციო წერილი,
2. ინფორმაცია, გასულ სასწავლო წელს გაწეული მუშაობის შესახებ,
3. მოძღვრის რეკომენდაცია
ამით, წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ მუშაობა დაამთავრა......
უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს მსვლელობის მასალები.....
ძიება
უახლესი ამბები
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დაიწყო ქართველი საბავშვო მწერლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება...
- 09.10.2024. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა მოსწავლეებს "ტვინების ბრძოლა"-ში ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგისათვის დიპლომები გადასცა
- საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები პროფესიულად მუდმივად ვითარდებიან..
- 31.07.2024 "ფონდ "- ლაზარესგან მხარდაჭერით, ამჯერად მოსწავლეების გაცვლითი პროგრამა სასომხეთში განხორციელდა..
- 16.07.2024 სტეფანწმინდა, თრუსოს ხეობა....
- გიმნაზიასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი "არსიანი" საერთაშორისო ფესტივალიდან გამარჯვებული დაბრუნდა.....
- 2024 წლის 27 ივნისს, გიმნაზიის ბიბლიოთეკაში- საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის 2023/2024 სასწავლო წლის შემაჯამებელი პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა..
- 27.06.2024 საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში გამარჯვებისადმი მიძღვნილი სანახაობა გაიმართა...
- 19.06.2024 თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები
- სასიხარულოა, რომ ამ ხელოვნების სკოლაში, ჩვენი გიმნაზიის მოსწავლეებიც ეუფლებიან სახელოვნებო განათლებას
- 12.06.2024 თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში დაინერგა კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე....
- საპატრიარქოს ხელოვნების სკოლის კიდევ ერთი გამარჯვება...
- 2024 წლის 4 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მცირე საკონცერტო დარბაზში გაიმართა ქართველების პოეტის, თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედებითი საღამო "მე ავირჩიე გზა ეკლიანი"....
- 03.06.2024 თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში დაიწყო სასწავლო წლის შემაჯამებელი გამოცდები...
- 30.05.2024 დღეს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში გაიმართა ფინალური ტური ჭადრაკში, ვაჟთა შორის ....
- 28.05.2024 დღეს თამარ მეფის გიმნაზიის IIIა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მაია ხორბალაძე) გიმნაზიის ბიბლიოთეკაში წარმოადგინეს კონფერენცია...
- 27.05.2024 გიმნაზიის მე-9ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი თამთა ხარატიშვილი) მონაწილეობა მიიღეს ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ჩატარებულ კონფერენციაში "ბუნება და ადამიანი".....
- 10.04.2024 მიმდინარე წლის თებერვლში, თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში საბუნებისმეტყველო კათედრისა და ქიმიის მოყვარულთა კლუბის ინიციატივით (პედაგოგი თეა ქვრივიშვილი) ჩატარდა ქიმიის კვირეული
- საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით (31.03.1991) თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს პარლამენტს სტუმრობდნენ....
- 09.04.2024 თამარ მეფის გიმნაზიის დირექციამ და მოსწავლეებმა 9 აპრილს დაღუპულ ქართველ მამულიშვილებს პატივი მიაგეს