საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია

სიახლე

მოსწავლეთა კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის საანგარიშო კონცერტი.

კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : განათლება | გამოქვეყნდა: 2022-09-06 13:59:33

გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin


მოსწავლეთა კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის საანგარიშო კონცერტი.

2022 წლის 17 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ საგამოფენო დარბაზში გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მეფე თამარის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონის (დირექტორი ნანა ანთაძე) მოსწავლეთა კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის საანგარიშო კონცერტი.
კონცერტში მონაწილეობდნენ: საფორტეპიანო (პედაგოგები ლიალია ბალანჩივაძე, შორენა ებრალიძე, ეკატერინე სანაძე), სავიოლინო (პედაგოგი ლელა ქუმსიაშვილი), და ვოკალური (პედაგოგი დალი დაბრუნდაშვილი) კლასები, ხალხურ საკრავთა ორკესტრი (ხელმძღვანელი მალხაზ ქოიავა) და გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი (ხელმძღვანელი დალი დაბრუნდაშვილი).
მოსწავლეებმა შეასრულეს ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები, ქართული ხალხური და ფოლკლორული მუსიკის შედევრები.
საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო ხელოვნების სკოლა-პანსიონის სამხატვრო სტუდიის მოსწავლეთა ფერწერული ნიმუშები (პედაგოგები გაიოზ ზანდარაშვილი და თათია ირემაშვილი). კონცერტის აკომპანიატორი გახლდათ სკოლა-პანსიონის პედაგოგი მაია თუშიშვილი.
საქართველოს სახალხო პოეტი - თინათინ მღვდლიაშვილი ბავშვებს მიესალმა ლექსით - "სამარეში რა ასვენებს საბას"
მოსწავლეებს და პედაგოგებს მისალმნენ ხელოვნების სკოლა-პანსიონის დირექტორი ნანა (ციცინო) ანთაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი - კახა კვაშილავა, წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის რექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე.
კონცერტის დასასრულს მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მოსწავლეთა მშობლებმა გადაიღეს სამახსოვრო სურათები.
ხელოვნების სკოლა-პანსიონი მადლობას უხდის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტირის მოადგილეს, ბატონ მირიან ხოსიტაშვილს თანადგომისათვის.......
საანგარიშო კონცერტში მონაწილე ყველა მოსწავლისა და პედაგოგებისათვის 27 ივნისს, ეწყობა სასწავლო ექსკურსია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, ცნობილი მუსიკოსის, საქართველოს სახალხო არტისტის, ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმში......
შემდეგ მოვილოცავთ ქვათახევის მონასტერს......
გასვლა სკოლა-პანსიონიდან დილის 9 საათზე.....


ძიება
კატეგორიები
უახლესი ამბები
დატოვე კომენტარი: