საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია

სიახლე

შეხვედრა ბატონ გურამ პერტიაშვილთან

კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : განათლება | გამოქვეყნდა: 2022-09-06 13:06:43

გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin


შეხვედრა ბატონ გურამ პერტიაშვილთან

2022 წლის 7 ივნისს გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა გიმნაზიელთა შეხვედრა საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრთან, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერთან, მწერალთან, რეჟისორთან, მსახიობთან, მსოფლიო მეზღაპრეთა გილდიის წევრთან, ცნობილ საზოგადო მოღვაწესთან, ბატონ გურამ პერტიაშვილთან.
ბატონ გურამს მიესალმა გიმნაზიის რექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, რომელმაც ისაუბრა გურამ პეტრიაშვილის შემოქმედებაზე და მის ღვაწლზე საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. შემდეგ მოსწავლეებმა წაიკითხეს ბატონი გურამის ზღაპრები და ლექსები, მწერალს დაუსვეს საინტერესო შეკითხვები.
გურამ პეტრიაშვილს მიესალმნენ პედაგოგები: გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი - მარიამ (მაყვალა) ანთაძე, ღონისძიებების მენეჯერი - რუსუდან რევაზიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - ნანა (ციცინო) ანთაძე, გიმნაზიის ეთნოგრაფიის პედაგოგი, პროფესორი - ნათელა კაპანაძე. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ჟურნალისტი, მწერალი და კრიტიკოსი იოსებ ჭუმბურიძე, ხელოვნების სკოლა-პანსიონის ხალხურ საკრავთა ორკესტრმა (ხელმძღვანელი მალხაზ ქოიავა) შეასრულა ქართული მელოდიები. ნაჩვენები იქნა ნაწყვეტები ფილმებიდან, ბატონი გურამის მონაწილეობით.
შეხვედრის დასასრულს ბატონმა გურამმა მადლობა გადაუხადა გიმნაზიის მოსწავლეებსა და პედაგოგებს გულთბილი მიღებისათვის და მათთან სამახსოვრო ფოტოსურათები გადაიღო.


ძიება
კატეგორიები
უახლესი ამბები
დატოვე კომენტარი: