საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია

სიახლე

მშობელთა საყურადღებოდ!

კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : განათლება | გამოქვეყნდა: 2022-09-06 12:49:02

გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin


მშობელთა საყურადღებოდ!

27.05.2022
მშობელთა საყურადღებოდ!
გაიმართა გიმნაზიის დირექციის მორიგი სხდომა, განხილულ იქნა საკითხი ძირითადი საგანმანათლებლო გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით.......
საკითხი განსახილველად წარმოადგინა გიმნაზიის ფინანსურმა მენეჯერმა, ჯამბულ გოგოლაძემ.....
აღინიშნა, რომ გიმნაზიის 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია იმავე ოდენობით, რაც იყო 2019, 2020 და 2021 წლებში .... 665 000 ლარი (საპატრიარქოდან - 135 000 ლარი განათლების სამინისტროდან - 530 000 ლარი + ვაუჩერი მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით, ერთ მოსწავლეზე 300 ლარი წელიწადში)......
მშობელთა შემონატანი თანხის წლიური რაოდენობა, საერთო ჯამში ვერ აბალანსებს წლიურ ხარჯებს, რადგან:
1. 46 პედაგოგიდან 34 - მა აიმაღლა კვალიფიკაცია.....33 პედაგოგი გახდა უფროსი მასწავლებელი, ხოლო ერთი - წამყვანი მასწავლებელი (უფროსი მასწავლებლის ხელფასი თვეში, გაიზარდა 470 ლარით, ხოლო წამყვანი მასწავლებლის - 850 ლარით, რამაც წელიწადში შეადგინა 196 320 ლარი).....
2. მნიშვნელოვნად გაძვირდა კომუნალური გადასახადები (გაზი ელექტროენერგია, წყალი, დასუფთავება)
3. გაძვირდა კომუნიკაციის გადასახადი (ინტერნეტი, ტელეფონი, ელექტრონული ჟურნალი)
4. გაძვირდა სასკოლო ინვენტარი, სასკოლო ნივთები საკანცელარიო საქონელი (მაგალითისათვის, თუ ერთი შეკვრა საშუალო ხარისხის საწერი ქაღალდი ღირდა 9 ლარი, დღევანდელი ღირებულება გახდა 16 ლარი)......
5. გაძვირდა სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები ( გიმნაზიის შენობაში, რომ იდეალური სისუფთავეა, ამის უზრუნველყოფა ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული).....
6. მეორე წელია გიმნაზიას არ ჩატარებია მცირე სარემონტო, სავალდებულო სამუშაოები (იმდენად გაძვირდა სამშენებლო მასალები, მისი შეძენა ასევე დიდ ხარჯებს მოითხოვს)........
7. გასაახლებელია კომპიუტერული და ციფრული ტექნიკა, რომელთა ფასები წინა წლებთან შედარებით საკმაოდაა გაზრდილი.....
გიმნაზიის დირექცია წუხილს გამოთქვამს და ბოდიშს გიხდით ამ იძულებითი ნაბიჯისათვის.


ძიება
კატეგორიები
უახლესი ამბები
დატოვე კომენტარი: