2024 წლის 4 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მცირე საკონცერტო დარბაზში გაიმართა ქართველების პოეტის, თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედებითი საღამო "მე ავირჩიე გზა ეკლიანი"....
კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : შეხვედრები გიმნაზიაში | გამოქვეყნდა: 2024-07-26 14:46:36
გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin
გთავაზობთ თინათინ მღვდლიაშვილის facebook პოსტს ამ შესანიშნავი საღამოს შესახებ:
"2024 წლის თიბათვის 4. წვიმის სიმფონიის შემდეგ,
ცის კაბადონიდან ამობდღვიალებული მზეთა მზე.
წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის
სამხარაძე და ფოფოდია ნანა ანთაძე.
გაკრიალებულ, გრძელ დერეფანში ჩამწკრივებული
ბავშვები. ყოველ მათგანს თითო წითელი ვარდი
უჭირავს და, ასე, ზღვა ვარდებით ხელდამშვენებული
და ათინათებული მივემართები დარბაზისკენ...
კედლებზე გამოფენილი ჩემი ნახატების ფოტო-
ასლები და ლექსები, ლექსები, შინდისფერი ლექსები...
ათასფერ ყვავილებში და მზესუმზირებში ჩაფლული
სცენა. შავი როიალი და შინდისფერი, ეროვნული
დროშა. სპექტაკლად გარდასახული ჩემი ცხოვრების
ბობოქარი ისტორია. ეკრანზე მამაჩემის, დედაჩემის
და ჩემი დების ფოტოები...მოსწავლეების მიერ
გაცოცხლებული ჩემი ბავშვობის წლები, მამიკოს
მიერ საგანგებოდ ჩემთვის შექმნილი ზღაპრები და
ნათლობის საიდუმლოს შემსრულებლების გაენათელ-
ქუთათელი მიტროპოლიტის, გაბრიელ ჩაჩანიძის,
დიაკონ აპოლონ ბალანჩივაძის, მღვდლის, ნიკოლოზ
ბერეკაშვილის და მცხეთელი მამა გაბრიელის იდუმალი
შეხსენება. და პოეზია, უმძიმეს წლებში შექმნილი
ლექსების კორიანტელი... და ,,სამადლობელი", და
,,ტაძართა და ვაზთა საგალობელი"...და, ჟამიდან ჟამს,
ჩემი არტისტული კომენტარები, თითქოსდა პოეზიის
საღამო კი არა, არამედ გენერალური რეპეტიცია
მიმდინარეობს... და მოსწავლეები, ისეთი საყვარლები,
გულწრფელები, მონდომებულები, ნიჭიერები...
გულისფიცარზე ამოკაწრული ილიასეული ანდერძი:
,,ენა, მამული, სარწმუნოება!"
და, საქართველო! საქართველო! საქართველო!
საღამოს დასასრულს ვკითხულობ ლექსს ,,ოდა
სიყვარულს", რომელიც მამაოს და ფოფოდიას ეძღვნება.
შემდეგ? რასაკვირველია, მწვანე მოლზე გაშლილი
უხვი ტრაპეზი, ღვინო ,,ქისი" და აჭარული ხაჭაპურები.
ერთად თავშეყრის სიხარული, ერთსულოვნება.
უღრმეს მადლობას ვუხდი მამა მირიან სამხარაძეს,
ფოფოდია ნანა ანთაძეს, სკოლის პედაგოგებს, სცენარის
ავტორს თამთა ხარატიშვილს, მოსწავლეებს...
ვმადლობ ჩემს მეგობრებს: ნუგზარ მგალობლიშვილს,
ლევან ლორთქიფანიძეს, ნინო ნიშნიანიძეს, ინგა
ბუდოვსკის, მადონა ბურდულს, ანზორ აბრალავას
და ჩემს დიშვილს, გიორგი მჭედლიშვილს.
იცოცხლეთ, იხარეთ მრავალჟამიერ!
თქვენი თავი ნუ მომიშალოს ღმერთმა!
მიყვარხართ და, მეიმედებით!
თქვენი ქართველების პოეტი -
თინათინ მღვდლიაშვილი
2024 წელი, 5 ივნისი
ძიება
უახლესი ამბები
- სკოლა - გიმნაზიაში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება 1 თებერვლიდან.
- 02.02.2026 დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელი პანაშვიდი
- 01.02.2026 სკოლა-გიმნაზიის მკითხველთა კლუბ ,,ლამპარის,, შეხვედრა
- 27.01.2026 სკოლა-გიმნაზია გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს
- სკოლა-გიმნაზიის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ ჩაატარა სხდომა
- 13.01.2026 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ახალ წელს
- საპატრიარქოს სკოლების საშობაო-საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის საზეიმო ანთება
- 26.12.2025 IIIა კლასის წინა საშობაო-საახალწლო კონცერტი
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება “ახალი წელი ღრუბლებს იქითა სამეფოში”
- 26.12.2025 წინა საშობაო-საახალწლო ღონისძიება
- 26.12.2025 სკოლა-გიმნაზიის XII ბ კლასის მოსწავლეები მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ
- ნაძვის ხის საზეიმო ანთება თამარ მეფის გიმნაზიაში
- წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან
- დავით კლდიაშვილის "მეზობლები"
- ბოშები
- უკანასკნელი ფოთოლი
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დაიწყო ქართველი საბავშვო მწერლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება...
- 09.10.2024. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა მოსწავლეებს "ტვინების ბრძოლა"-ში ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგისათვის დიპლომები გადასცა
- საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები პროფესიულად მუდმივად ვითარდებიან..

