საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია

სიახლე

წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, წმიდა ანდრია პირველწოდებულის მე - 2 ბ კლასის (ხელმძღვანელი ბელა ოქრიაშვილი) მოსწავლეებმა ხელოვნების სკოლა-პანსიონის ახალ საკონცერტო დარბაზში საშობაო-საახალწლო ღონისძიება გამართეს.....

კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : განათლება | გამოქვეყნდა: 2023-03-06 21:00:19

გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin

წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, წმიდა ანდრია პირველწოდებულის მე - 2 ბ კლასის (ხელმძღვანელი ბელა ოქრიაშვილი)  მოსწავლეებმა ხელოვნების სკოლა-პანსიონის ახალ საკონცერტო დარბაზში საშობაო-საახალწლო ღონისძიება გამართეს.....

21.12.20

საზეიმო საღამოს გიმნაზიის რექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე,  მოსწავლეთა მშობლები და გიმნაზიის პედაგოგები ესწრებოდნენ.......

ლიტერატურულ-მუსიკალურ-ქორეოგრაფიული კომპოზიცია ქართული ზღაპრებისა და კინოფილმების მოტივებზე, რომლის სცენარი და დადგმა თვით  კლასის ხელმძღვანელს ბელა ოქრიაშვილს ეკუთვნის, მაღალპროფესიულ დონეზე იქნა წარმოდგენილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოების საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.......

ღონისძიების დასასრულს, გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნანა ანთაძემ მადლობა გადაუხადეს პედაგოგსა და მშობლებს ურთიერთთანამშრომლობისათვის და დირექციის თანადადგომისათვის და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს......

მეტი ინფორმაციის სანახავად გადადით facebook ლინკზე...

ძიება
კატეგორიები
უახლესი ამბები
დატოვე კომენტარი: