საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია

სიახლე

წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მშობელთა კონფერენცია (საერთო შეკრება) გაიმართა

კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : შეხვედრები გიმნაზიაში | გამოქვეყნდა: 2023-03-06 20:48:21

გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin


წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მშობელთა კონფერენცია (საერთო შეკრება)  გაიმართა

15.12.2022

წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მშობელთა კონფერენცია (საერთო შეკრება)  გაიმართა.....

კონფერენცია გახსნა, მონაწილეებს მიესალმა და დალოცა გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ........მანვე ისაუბრა გიმნაზიის დაფუძნებაზე, მის განვლილ გზასა და მომავლის პერსპექტივებზე.........

სიტყებში გამოვიდნენ: გიმნაზიის სასწავლო პროცესების მენეჯერი - მზიური კოჩალიძე, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი - რუსუდან რევაზიშვილი, სამეურნეო მენეჯერი - ჯიმშერ არძენაძე, ფინანსური მენეჯერი - ჯამბულ გოგოლაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - ნანა ანთაძე,....... მოსწავლეთა მშობლები: გიორგი შილაკაძე, ია პაატაშვილი, თენგიზ ზაქარაია, ლელა ჩხიკვაძე, გიორგი მარიამიძე.......

 მშობლებმა მადლობა გადაუხადეს გიმნაზიის დირექციას და პედაგოგებს იმ გაწეული ღვაწლისათვის, რომელსაც ისინი მათი შვილების მიმართ იჩენენ.....მიუხედავად გიმნაზიის წინაშე არსებული პრობლემებისა, მშობლებმა სასწავლო დაწესებულების მუშაობა დადებითად შეაფასეს და საინტერესო წინადადებებიც დააყენეს.......

აღინიშნა, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს კომუნიკაცია და ურთიერთთანამშრომლობა მშობელსა და გიმნაზიას შორის და სამი რგოლი - "სკოლა-ეკლესია-ოჯახი" კიდევ უფრო ეფექტური უნდა გახდეს.......

კონფერენციის მუშაობა შეაჯამა გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ და მშობლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, ამასთანავე მადლობა გადაუხადა ნდობისა და თანადგომისათვის......

შემდეგი კონფერენცია მომავალი წლის მაისში გაიმართება.....


მეტი ინფორმაციის სანახავად გადადით facebook ლინკზე...

ძიება
კატეგორიები
უახლესი ამბები
დატოვე კომენტარი: