საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია

სიახლე

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში გაიმართა განახლებული და ახლად არჩეული, კლასის მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარეებისა და მოადგილეების შეხვედრა გიმნაზიის რექტორთან, დეკანოზ მირიან სამხარაძესთან

კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : განათლება | გამოქვეყნდა: 2022-12-14 12:30:40

გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში გაიმართა  განახლებული და ახლად არჩეული, კლასის მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარეებისა და მოადგილეების  შეხვედრა გიმნაზიის რექტორთან, დეკანოზ მირიან სამხარაძესთან

09.11.2022
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში გაიმართა განახლებული და ახლად არჩეული, კლასის მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარეებისა და მოადგილეების შეხვედრა გიმნაზიის რექტორთან, დეკანოზ მირიან სამხარაძესთან.......
შეხვედრაზე რექტორმა ისაუბრა პანდემიის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების დაძლევის მიზნით დაწყებული რეფორმის წარმატებით მიმდინარეობის შესახებ. ახალი სასწავლო წლისათვის გიმნაზიაში განხორციელებული სიახლეებისა და მომავლისათვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.......
ასევე განხილულ იქნა საკითხი გიმნაზიის მშობელთა კონფერენციის (საერთო კრების) მომზადებისა და ჩატარების შესახებ, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება........
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს კომუნიკაცია მშობელსა და დირექციას შორის, მშობელს ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ჰქონდეს ურთიერთობა კლასის დამრიგებელთან და უფრო ეფექტურად უნდა იქნეს გამოყენებული ელექტრონული ჟურნალი, რომელსაც ბევრი ახალი სერვისები დაემატა ახალი სასწავლო წლიდან.......
გადაწყდა, რომ კომუნიკაციის ეფექტურობისათვის, შეიქმნება მშობელთა კომიტეტის facebook - ჯგუფი, სადაც რექტორისა და კლასის ხელმძღვანელების ჩართულობით განხილული იქნება სიახლეები და სხვა პრობლემატიკური საკითხები......
გაღრმავდება ეკლესიის ჩართულობა საგანმანათლებლო საქმიანობაში და მოსწავლეთა ყოველდღიურობაში, მოსწავლეთა აღმსარებლობას და ეკლესიურ ცხოვრებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა და გიმნაზიის ძირითადი პრინციპი: სკოლა - ოჯახი - ეკლესია, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება......
საუბარი შეეხო აგრეთვე მოსწავლეთა უფლებების დაცვას და მოვალეობების მკაცრად შესრულების საკითხებს.....
გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ აღუთქვა მშობლებს, რომ, როგორც ყოველთვის, ის თვითონ იქნება ბავშვების უფლებების დაცის გარანტი, მაგრამ ამასთანავე მკაცრად მოითხოვს მშობელსა და დირექციას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებას......
რექტორმა უპასუხა მშობელთა შეკითხვებს და კიდევ ერთხელ მოუწოდა მშობლებს აქტიური ურთიერთთანამშრომლობისაკენ.....
შეხვედრამ საქმიან და თბილ ვითარებაში ჩაიარა.....
მშობელთა კონფერენციის ჩატარების თარიღი უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება გიმნაზიის ოფიციალურ facebook - გვერდზე, web - გვერდზე და ყველა მშობელს ეცნობება პირად ელექტრონულ ფოსტაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ: სასწავლო პროცესის მენეჯერი - მზიური კოჩალიძე, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი - რუსუდან რევაზიშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - ნანა ანთაძე.




ძიება
კატეგორიები
უახლესი ამბები
დატოვე კომენტარი: