საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია

სიახლე

შემეცნებით გაკვეთილის პრეზენტაცია - "ფიზიკა და მისი როლი სამედიცინო მეცნიერებაში".

კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : განათლება | გამოქვეყნდა: 2022-12-13 11:55:56

გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin


შემეცნებით გაკვეთილის პრეზენტაცია - "ფიზიკა და მისი როლი სამედიცინო მეცნიერებაში".

07.11.2022 საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კაბინეტში - სამედიცინო ფიზიკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გიმნაზიის მ-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი ზურაბ გოგოლაძე) შემეცნებით გაკვეთილის პრეზენტაცია - "ფიზიკა და მისი როლი სამედიცინო მეცნიერებაში". - ჩაატარეს.... პრეზენტაციას უძღვებოდნენ მე-10 კლასელები - ნუცა ოსტროჟნი და მარიამ ლაზიშვილი. პრეზენტაციამ საინტერესო ვითარებაში ჩაიარა და მასში ყველა მოსწავლე იყო ჩართული. პრეზენტაციის დასასრულს გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ მადლობა გადაუხადა ფიზიკის პედაგოგს - ზურაბ გოგოლაძეს საინტერესო ღონისძიების მომზადებისათვის და მოსწავლეებს ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისათვის. შემეცნებითი გაკვეთილის პრეზენტაციას ესწრებოდნენ, თავიანთი აზრი გამოთქვეს და ღონისძიება შეაფასეს: გიმნაზიის სასწავლო პროცესების მენეჯერმა - მზიური კოჩალიძემ, მეთოდისტმა - მარიამ ანთაძემ, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერმა რუსუდან რევაზიშვილმა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის დირექტორმა ნანა ანთაძემ. მოსწავლეები თავიანთ პედაგოგებს ამ დღისათვის სპეციალურად დამზადებული ტორტით გაუმასპინძლდნენ.....

ძიება
კატეგორიები
უახლესი ამბები
დატოვე კომენტარი: