საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია

სიახლე

შემოდგომის ფესტივალი ( ალბომი IV )

კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : განათლება | გამოქვეყნდა: 2022-12-13 11:22:18

გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin


შემოდგომის ფესტივალი ( ალბომი IV )

(ალბომი 4 )
2022 წლის წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში /რექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე/, ორწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, გაიმართა ტრადიციული შემოდგომის ფესტივალი, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადების 90 და აღსაყდრების 45 წლისთავს.
შემოდგომის ფესტივალის პარტნიორები იყვნენ: წმიდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონი (დირექტორი ნანა ანთაძე), წმიდა თამარ მეფის სახელობის ფროფესიული კოლეჯი (დირექტორი - კახაბერ ვარდუკაძე), საქართველოს საპატრიარქოს ფონდი „ლაზარე“ ( ხელმძღვანელი - რეზო შარაბიძე), საერთაშორისო ასოციაცია „არსიანი“ ( ხელმძღვანელი ნანა ანთაძე)
თავდაპირველად გაიმართა საშემოდგომო-საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეები; საერთაშორისო ფესტივალ "მომავლის ვარსკვლავების" ლაურეატი, , ხალხურ საკრავთა ორკესტრი /ხელმძღვანელი მალხაზ ქოიავა/, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი /ხელმძღვანელი დალი დაბრუნდაშვილი/, ქორეოგრაფიული ანსამბლი "არსიანი" /ხელმძღვანელი ჯონი დუგლაძე/
გამოფენა მოაწყვეს და მოლბერტებზე ნამუშევრები შეასრულეს სამხატვრო სტუდიის აღსაზრდელებმა /ხელმძღვანელი გაიოზ ზანდარაშვილი/.
შემოდგომის ზეიმს ამშვენებდა პროფესიული კოლეჯის /დირექტორი კახაბერ ვარდუკაძე/ თექის, ტანსაცმლის მოდელირების, ტიხრული მინანქრისა და ხეზე მხატვრული ჭრის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.
ბოლოს მთავარი: გიმნაზიის მოსწავლეთა მრავალფეროვანი შემოქმედება. ყველა კლასმა წარმოადგინა შემოდგომის მრავალფეროვნება, და საქართველოს ყველა კუთხისათვის დამახასიათებელი ნაირსახეობანი. ბავშვებმა, რომლებმაც აფხაზეთი წარმოადგინეს სიყვარულის, მეგობრობისა და ერთიანობის გზავნილი გაუგზავნეს თავიანთ აფხაზ თანატოლებს,
შემოდგომის ზეიმზე ტრადიციულად თონეში გამოცხვა პური, საწნახელში დაიწურა ღვინო, გამოიხადა არაყი, მოდუღდა თათარა, ამოივლო ჩურჩხელები, მოიხარშა ხინკალი, შამფურებზე შეიწვა მწვადი, ქვევრიდან დაჭაშნიკდა ღვინო.
საშემოდგომო ზეიმს მოსწავლეთა მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად უამრავი სტუმარი ესწრებოდა: მათ შორის იყვნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - ელისო ბოლქვაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი - ლალი კალანდაძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - ნინო ჟვანია, საქართველოს საპატრიარქოს “ფონდ „ლაზარეს“ ხელმძრვანელი - რეზო შარაბიძე, საპატრიარქოს თანამშრომლები, ცნობილი მსახიობები, მწერლები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, ლოტკინის უბნის მცხოვრებლები, წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძრის მრევლი.
შემოდგომის საღამოს ორგანიზებას უწევდნენ ხელოვნების სკოლა პანსიონის დირექტორი ნანა /ციცინო/ ანთაძე და გიმნაზიის კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი რუსუდან რევაზიშვილი
შემოდგომის ზეიმი გვიან საღამომდე გაგრძელდა


ძიება
კატეგორიები
უახლესი ამბები
დატოვე კომენტარი: