შემოდგომის ფესტივალი ( ალბომი I )
კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : განათლება | გამოქვეყნდა: 2022-10-31 21:22:44
გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin

(ალბომი I)
2022 წლის წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში /რექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე/, ორწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, გაიმართა ტრადიციული შემოდგომის ფესტივალი, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადების 90 და აღსაყდრების 45 წლისთავს.
შემოდგომის ფესტივალის პარტნიორები იყვნენ: წმიდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონი (დირექტორი ნანა ანთაძე), წმიდა თამარ მეფის სახელობის ფროფესიული კოლეჯი (დირექტორი - კახაბერ ვარდუკაძე), საქართველოს საპატრიარქოს ფონდი „ლაზარე“ ( ხელმძღვანელი - რეზო შარაბიძე), საერთაშორისო ასოციაცია „არსიანი“ ( ხელმძღვანელი ნანა ანთაძე)
თავდაპირველად გაიმართა საშემოდგომო-საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეები; საერთაშორისო ფესტივალ "მომავლის ვარსკვლავების" ლაურეატი, , ხალხურ საკრავთა ორკესტრი /ხელმძღვანელი მალხაზ ქოიავა/, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი /ხელმძღვანელი დალი დაბრუნდაშვილი/, ქორეოგრაფიული ანსამბლი "არსიანი" /ხელმძღვანელი ჯონი დუგლაძე/
გამოფენა მოაწყვეს და მოლბერტებზე ნამუშევრები შეასრულეს სამხატვრო სტუდიის აღსაზრდელებმა /ხელმძღვანელი გაიოზ ზანდარაშვილი/.
შემოდგომის ზეიმს ამშვენებდა პროფესიული კოლეჯის /დირექტორი კახაბერ ვარდუკაძე/ თექის, ტანსაცმლის მოდელირების, ტიხრული მინანქრისა და ხეზე მხატვრული ჭრის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.
ბოლოს მთავარი: გიმნაზიის მოსწავლეთა მრავალფეროვანი შემოქმედება. ყველა კლასმა წარმოადგინა შემოდგომის მრავალფეროვნება, და საქართველოს ყველა კუთხისათვის დამახასიათებელი ნაირსახეობანი. ბავშვებმა, რომლებმაც აფხაზეთი წარმოადგინეს სიყვარულის, მეგობრობისა და ერთიანობის გზავნილი გაუგზავნეს თავიანთ აფხაზ თანატოლებს,
შემოდგომის ზეიმზე ტრადიციულად თონეში გამოცხვა პური, საწნახელში დაიწურა ღვინო, გამოიხადა არაყი, მოდუღდა თათარა, ამოივლო ჩურჩხელები, მოიხარშა ხინკალი, შამფურებზე შეიწვა მწვადი, ქვევრიდან დაჭაშნიკდა ღვინო.
საშემოდგომო ზეიმს მოსწავლეთა მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად უამრავი სტუმარი ესწრებოდა: მათ შორის იყვნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - ელისო ბოლქვაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი - ლალი კალანდაძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - ნინო ჟვანია, საქართველოს საპატრიარქოს “ფონდ „ლაზარეს“ ხელმძრვანელი - რეზო შარაბიძე, საპატრიარქოს თანამშრომლები, ცნობილი მსახიობები, მწერლები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, ლოტკინის უბნის მცხოვრებლები, წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძრის მრევლი.
შემოდგომის საღამოს ორგანიზებას უწევდნენ ხელოვნების სკოლა პანსიონის დირექტორი ნანა /ციცინო/ ანთაძე და გიმნაზიის კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი რუსუდან რევაზიშვილი
შემოდგომის ზეიმი გვიან საღამომდე გაგრძელდა
ძიება
უახლესი ამბები
- თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დაიწყო ქართველი საბავშვო მწერლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება...
- 09.10.2024. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა მოსწავლეებს "ტვინების ბრძოლა"-ში ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგისათვის დიპლომები გადასცა
- საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები პროფესიულად მუდმივად ვითარდებიან..
- 31.07.2024 "ფონდ "- ლაზარესგან მხარდაჭერით, ამჯერად მოსწავლეების გაცვლითი პროგრამა სასომხეთში განხორციელდა..
- 16.07.2024 სტეფანწმინდა, თრუსოს ხეობა....
- გიმნაზიასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი "არსიანი" საერთაშორისო ფესტივალიდან გამარჯვებული დაბრუნდა.....
- 2024 წლის 27 ივნისს, გიმნაზიის ბიბლიოთეკაში- საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის 2023/2024 სასწავლო წლის შემაჯამებელი პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა..
- 27.06.2024 საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში გამარჯვებისადმი მიძღვნილი სანახაობა გაიმართა...
- 19.06.2024 თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები
- სასიხარულოა, რომ ამ ხელოვნების სკოლაში, ჩვენი გიმნაზიის მოსწავლეებიც ეუფლებიან სახელოვნებო განათლებას
- 12.06.2024 თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში დაინერგა კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე....
- საპატრიარქოს ხელოვნების სკოლის კიდევ ერთი გამარჯვება...
- 2024 წლის 4 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მცირე საკონცერტო დარბაზში გაიმართა ქართველების პოეტის, თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედებითი საღამო "მე ავირჩიე გზა ეკლიანი"....
- 03.06.2024 თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში დაიწყო სასწავლო წლის შემაჯამებელი გამოცდები...
- 30.05.2024 დღეს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში გაიმართა ფინალური ტური ჭადრაკში, ვაჟთა შორის ....
- 28.05.2024 დღეს თამარ მეფის გიმნაზიის IIIა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მაია ხორბალაძე) გიმნაზიის ბიბლიოთეკაში წარმოადგინეს კონფერენცია...
- 27.05.2024 გიმნაზიის მე-9ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი თამთა ხარატიშვილი) მონაწილეობა მიიღეს ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ჩატარებულ კონფერენციაში "ბუნება და ადამიანი".....
- 10.04.2024 მიმდინარე წლის თებერვლში, თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში საბუნებისმეტყველო კათედრისა და ქიმიის მოყვარულთა კლუბის ინიციატივით (პედაგოგი თეა ქვრივიშვილი) ჩატარდა ქიმიის კვირეული
- საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით (31.03.1991) თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს პარლამენტს სტუმრობდნენ....
- 09.04.2024 თამარ მეფის გიმნაზიის დირექციამ და მოსწავლეებმა 9 აპრილს დაღუპულ ქართველ მამულიშვილებს პატივი მიაგეს