საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია

სიახლე

წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის მერაბ კოსტავას ხსოვნას

კატეგორია : გიმნაზია | ქვეკატეგორია : განათლება | გამოქვეყნდა: 2022-10-31 21:01:58

გაზიარება: Facebook | Twitter | Whatsapp | Linkedin


წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის მერაბ კოსტავას ხსოვნას

13.10.2022 მერაბ კოსტავას გახსენება
2022 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის მერაბ კოსტავას ხსოვნას.
მოსწავლეები დილით ადრიანად გაემგზავრნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში, სადაც 33 წლის წინათ - 1989 წლის 13 ოქტომბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა მერაბ კოსტავა.
მერაბ კოსტავას სულის მოსახსენებიელი პანაშვიდი აღასრულა და მერაბ კოსტავას ღვაწლი ქართველი ერის წინაშე გაიხსენა-მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა, ეროვნული მოძრაობის ძველი გვარდიის წარმომადგენელთან, გიმნაზიის დირექტორთან, დეკანოზ მირიან სამხარაძესთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად
მერაბის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე გაიხსენეს ასევე ეროვნული მოძრაობის „ძველი გვარდიის“ წარმომადგენლებმა: გია და ტატო თავზარაშვილებმა, ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინა ჩხეიძემ, ხარაგაულის საკრებულოს წარმომადგენელმა პაატა გოგოლაძემ.
ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს და მერაბ კოსტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს გიმნაზიისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
მოსწავლეებს თან ახლდნენ დირექციის წევრები: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნანა ანთაძე, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერი რუსუდან რევაზიშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაყვალა ანთაძე, საცხოვრებელი კამპუსის კოორდინატორი ნინო ცეცხლაძე, ისტორიის პედაგოგი იოსებ აფაქიძე, გალობის პედაგოგი მაია ნამორაძე.
შემდეგ მოსწავლეებმა მოილოცეს უბისის მონასტერი.



ძიება
კატეგორიები
უახლესი ამბები
დატოვე კომენტარი: