უჯრედის მემბრანა
უჯრედის მემბრანა


    ყოველი უჯრედი წარმოადგენს შედარებით დამოუკიდებელ ერთეულს და გარედან დაფარულია პლაზმური მემბრანით ანუ პლაზმოლემით, ხშირად მას მარტივად უჯრედის მემბრანასაც უწოდებენ (ლათ. membrana - აპკი, კანი). მცენარეული და ცხოველური უჯრედების პლაზმოლემა იმდენად თხელია, რომ მას შეისწავლიან მხოლოდ ელექტრონული მიკროსკოპით. ის წარმოადგენს უთხელეს, 7-10 ნმ-ის სისქის მტკიცე ფირფიტას, რომელიც შედგება ცილისა და ლიპიდების მოლეკულებისაგან. პლაზმური მემბრანის შიგნითა და გარეთა შრე ცილოვანია. მათ შორის კი მოთავსებულია ლიპიდურ კარკასზე ორივე მხრიდან, ხოლო ზოგიერთი მოლეკულა გაივლის მასში და წარმოქმნის მემბრანაში ჰიდროფილურ ფორებს. მასში შეუძლიათ გავლა წყალშიხსნად ნივთიერებებს, ცხიმში ხსნადი ნივთიერებები გადიან ლიპიდურ შრეში. გარე მემბრანის ზოგიერთ ცილასთან დაკავშირებულია ნახშირწყლი - გლიკოკალიქსი. ასეთ მემბრანულ ცილებს გლიკოპროტეინებს უწოდებენ (ლათ. glicos - ტკბილი, protei - ცილა). ისინი მემბრანის გარეთ არიან გამოშვერილნი. ცილები, გლიკოპროტეინები და ლიპიდები გარე მემბრანის სხვადასხვა ტიპის უჯრედებში განსხვავდებიან. მაგ.; სხვადასხვა ჯგუფის სისხლის ერითროციტები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მემბრანის ცილებთან დაკავშირებული ნახშირწყლებით. კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ერთმანეთს ცნობენ უჯრედის გარე მემბრანის გლიკოპროტეინებით. გარდა ამისა, უჯრედის გარე მემბრანის ცილების წყალობით ერთიდაიგივე ტიპის უჯრედები ერთიანდებიან და წარმოქმნიან ქსოვილებს.

    ზოგიერთ უჯრედში გარეთა გარსი წარმოქმნილია რამდენიმე მემბრანით. უმარტივეს ერთუჯრედიიან ცხოველებში: ევგლენაში და ქალამანაში გარსი ორი მემბრანისაგან შედგება. ისინი ერთმანეთს მჭიდროდ ეკვრიან. ასეთ შემთხვევაში უჯრედის გარსი მტკიცეა და ხელს უწყობს უჯრედს შეინარჩუნოს ფორმა. მცენარეული უჯრედი, გარდა პლაზმური მემბრანისა, როგორც უკვე ითქვა, უმეტეს შემთხვევაში გარედან დაფარულია აგრეთვე სქელი ცელულოზისაგან შემდგარი უჯრედის გარსით ანუ უჯრედისით.

    უჯრედის ზედაპირზე მემბრანა წარმოქმნის წაგრძელებულ გამონაზარდებს: მიკროხაოებს, ნაკეცებს, ჩანაზარდებს. რაც რამდენჯერმე ზრდის შემწოვ ან გამომყოფ ზედაპირს. მემბრანული გამონაზარდების საშუალებით უჯრედები უკავშირდებიან ერთმანეთს მრავალუჯრედიანი ორგანიზმების ქსოვილებსა და ორგანოებში.


ნივთიერებათა მოძრაობა უჯრედში
და უჯრედგარეთ



დაბრუნება