Home Page About Us



სახელმძღვანელოთა ნუსხა 2013-2014 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოთა ნუსხა 2013-2014 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2013-2014 ს.წ. I-XII კლასები
 


















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა

„დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო“ - დედის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები სკოლა-პანსიონში

დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. დღე სკოლა-პანსიონის ფოიეში მოსწავლეთა მიერ შესრულებეული ნახატების და დედისადმი მიძღვნილი ბარათების გამოფენით დაიწყო. ყოველი ნახატიდან თუ დედისადმი მიძღვნილი წერილებიდან უდიდესი სითბო და სიყვარული იღვრებოდა: „დედა,დედიკო,დე..სიტყვა რომელმაც ასაკი არ იცის,ერთადერთი დაუვიწყარი ადამიანი არის დედა, რომელსაც უხარია თავისი ბავშვის კარგი და ტკივა ცუდი, რომელიც ისჯება თავისი შვილის შეცდომების გამო და ბოლოს , დედა, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარხარ,უხარიხარ, ზრუნავს შენზე და ცდილობს არაფერი მოგაკლოს, ჩვენგან კი მხოლოდ ერთს ითხოვს, ვიყოთ კარგები....
ყველაზე კარგი,გამორჩეული, ლამაზი და ამასთანავე სათნო ქალია დედა ჩემთვის..ის ჩემთვის მთელი სამყაროს სუნთქვაა..“ აი, ასეთი ლამაზი სიტყვებით აივსო სკოლა-პანსიონის ფოიე, აქ იყო მონატრების ბარათებიც „დე, მენატრები ძალიან, მალე ჩამოდი, შენთვის იები მაქვს შენახული“ ასე ულოცავდნენ დედის დღეს საყავრელ ადამიანებს შვილები.
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და გულში ჩამწვდომი სიტყვები, რომელიც სკოლა-პანსიონის კედლებიდან იღვრებოდა წმიდა მამების სწავლებანი გახლდათ დედების მიმართ:
„ილოცეთ დედებო, ილოცეთ გულით და მიენდეთ ღმერთს, მიანდეთ თქვენი შვილები ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს - ყველა დედისა და შვილის, საერთოდ დედაშვილობის უდიდესი და უწმიდესი ფენომენის დიდ მფარველსა და ქომაგს. იგი არასოდეს გიმტყუნებთ.
არავის რჩევა არ არის დედის რჩევაზე გულწრფელი. ლოცვა – უფრო კეთილისმოქმედი და ცრემლები უფრო მისავალი შემოქმედთან, ვიდრე – დედისა.
მხოლოდ ერთადერთს, დედას შეუძლია იცხოვროს შვილების ცხოვრებით. პასუხობდეს მათი გულის ყოველ მოძრაობას, რადგან ქვეყნად არ არსებობს ჩვენთვის უფრო მეტად მახლობელი არსება, ვიდრე დედა.
დედის ლოცვა – კეთილისმოქმედი,
რჩევა – გულწრფელი,
ცრემლი – უფალთან მისავალი.
ადამიანურ გრძნობათა შორის დედობრივ სიყვარულზე ძლიერი არცერთი არ არის.“
მოსწავლეთა მშობლები ათვალიერებდნენ მათი შვილების მიერ შესრულებულ ნამუშევრებს, კითხულობდნენ მათ მიმართ მიძღვნილ წერილებს და თვალები ცრემლებით ჰქონდათ სავსე, სიყვარულის, სიხარულის და სიამაყის ცრემლებით...
სკოლა-პანსიონის ფოიედან მე-2ბ კლასში (კლასის დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) გადავინაცვლეთ, სადაც ყვავილებით ხელდამშვენებული პატარები დედებს მიმართავდნენ დედაზე მიძღვნილი ლექსებითა და სიმღერებით. სიყვარულით იყო გამსჭვალული მათი სიტყვები. მე-3ბ კლასის (დამრიგებელი ბელა ოქრიაშვილი) მოსწავლეებმა ღია წერილები წაუკითხეს თავიანთ დედიკოებს. კარგ სწავლასა და კარგ ვაჟკაცად აღზრდას დაჰპირდნენ, დედიკოებიც მოეფერნენ მათ და თბილი სიტყვები უთხრეს.
მე-3ა კლასის (დამრიგებელი ირმა შაინიძე) მოსწავლეებმა კი ნამდვილი მინი კონცერტი მოაწყვეს. ფერად-ფერად კაბებში გამოწყობილი გოგონები გაზაფხულის ყვავილებს ასახიერებდნენ. „სისატურა“ , „მრავალჟამიერი“, „კახური შაირები“ მრავლად იყო წარმოდგენილი.
მე-2გ კლასის (დამრიგებელი ნინო ტაბატაძე) მოსწავლეებიც გულისფანცქალით ელოდნენ თავიანთ დედებს: „ია,ია დაგიკრიფე ლურჯთვალა და კოპწია, დედის დღე და გაზაფხული ერთად მომილოცნია“. უამრავი ლამაზი ლექსი მიუძღვნეს მათ თავიანთ დედიკოებს, ბარათებიც აჩუქეს და სურვილებიც ჩაუთქვეს.
აღსანიშნავია, რომ ყველა კლასის ზეიმებს ალამაზებდა მამების აქტიური მონაწილეობა ღონისძიებებში.
დედის დღე მშობლებს სულითა და გულით მიულოცა დირექტორის მოადგილემ ზოგადი განათლების დარგში მაყვალა ანთაძემ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნანა ანთაძემ, რომლებმაც შვილების ჯანმრთელობა, სიკეთე და ბედნიერება უსურვეს მათ.
ღონისძიებებში მონაწილეობდა კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი რუსუდან რევაზიშვილი.



      

      

      

      

      

      

      

      

   

უკან დაბრუნება









კალენდარი
აგვისტო 2014
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- მერაბ ბერიძე




























შემოსვლები
სულ: 141181 
დღეს: 35 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.