Home Page About Us



სახელმძღვანელოთა ნუსხა 2013-2014 ს.წ. I-VI კლასები
სახელმძღვანელოთა ნუსხა 2013-2014 ს.წ. VII-XII კლასები
დამხმარე ლიტერატურის ნუსხა 2013-2014 ს.წ. I-XII კლასები
 


















ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა


ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური
მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი
პირველი სახელობო და სახელოვნებო
სასწავლებელი საქართველოში

თბილისი, სამღერეთის ქ. #13

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 24 ივნისის # 430 განკარგულებით საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში გადმოეცა ყოფილი რესპუბლიკური მუსიკალური სკოლა-ინტერნატის შენობა-ნაგებობები. მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთითა და მოძრავი ქონებით.

2009 წლის 2 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდედისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა კურთხევით დაფუძნდა ა(ა)იპ ასარკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი და სკოლა-პანსიონის დირექტორად დაინიშნა დეკანოზი მირიან სამხარაძე.

წესდებით განისაზღვრა სკოლა-პანსიონის ძირითადი მიზნები:
- ზოგადი განათლების მიცემა მოსწავლეთათვის დაწყებით, საბაზო, საშუალო საფეხურებზე;
- სახელობო და სახელოვნებო განათლება;
- შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ბავშვებისათვის მუსიკალური (ფორტეპიანო, საორკესტრო, ხალხური საკრავები, ხალხური საგუნდო და საეკლესიო გალობა) და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების (ფერწერა, ხატწერა, თექა, გობელენი, ქსოვა, ქარგვა, მინანქარი, ხეზე კვეთა, ხის დამუშავება, კერამიკა, ქვაზე კვეთა, ლითონის ნაკეთობათა დამუშავება, ჭედურობა, ოქრომჭდლობა) სპეციალობებში შესაბამისი სახელობო და სახელოვნებო განათლების მიცემა.
- მოსწავლეების აღზრდა ეროვნულ-კულტურულ და ტრადიციული ღირებულებების შესაბამისად.
- ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ძლიერი საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრის შექმნა და ტრადიციული სახელობო დარგების აღოძინება;
- კადრების მომზადება სახელოვნებო და ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობით მიღებულ ძირძველ ტრადიციულ სახელობო სპეციალობებში;
- საქართველოს რეგიონებიდან და უცხოეთიდან ჩარიცხულ მოსწავლეთა უზრუნველყოფა სადღეღამისო პანსიონში ცხოვრებითა და კვებით;
- სკოლამდელი აღზრდა;
- საგამომცემლო საქმიანობა;

2009 წლის 5 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა სკოლა-პანსიონში პირველი სასწავლო წელი და 80 მოსწავლე მიუჯდა მერხებს კეთილმოწყობილ, თანამედროვე ინვენტარით გაწყობილ კლასებში.

ამჟამად სკოლა-პანსიონში I-XII კლასების ჩათვლით სწავლობს 450 მოსწავლე, აქედან 125 მაღალმთიანი აჭარიდან.

 

ზოგადსაგანმანათლებლო /დაწყებითი, საბაზო, საშუალო/ პროგრამების ღირებულება 3300 ლარი

/პროგრამის ღირებულებაში შედის:  ძირითადი სასწავლო პროცესი, გახანგრძლივებული სწავლება, სადილი, სახელობო და სახელოვნებო წრეები , ფორტეპიანოს, ვიოლინოს და ხალხური ცეკვის  გარდა/
წრეების დასახელება:  ფორტეპიანო,  ვიოლინო, ფანდური, ჩონგური, სალამური, ჭიბონი, ხალხური ცეკვა,  ქართული ხალხური ორთაბრძოლები, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი,  გოგონათა ვოკალური ანსამბლი, ქართულ ხალხურ საკრავთა ანსამბლი,  თექა,  ტიხრული მინანქარი,  ხეზე მხატვრული ჭრა,  ეროვნული ტანსაცმლის მოდელირება, ფერწერა,  ხატწერა,  ინგლისური ენა/
300 ლარს იხდის სახელმწიფო /ვაუჩერი/
1500 ლარს იხდის  საქართველოს საპატრიარქო
1500 ლარს იხდის მშობელი ან მეურვე

შეღავათები:

1. თუ ოჯახიდან სწავლობს რამოდენიმე შვილი:
პირველი  იხდის 1500 ლარს, მეორე-1000 ლარს, მესამე - 500 ლარს, მეოთხე-250 ლარს, მეხუთე და შემდგომი მოსწავლე გათავისუფლებულია გადასახადისაგან და მათ 100%-აფინანსებს საქართველოს  საპატრიარქო

2. სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, თანამშრომელთა შვილები, სასულიერო პირთა  შვილები იხდიან  გადასახადის 1/3-ს
ამ შემთხვევაში:
300 ლარს იხდის სახელმწიფო /ვაუჩერი/
2500 ლარს იხდის საქართველოს საპატრიარქო
500 ლარს იხდის მშობელი ან მეურვე / მე-2, მე-3, მე-4 შვილის შემთხვევაში შესაბამისად 300, 200, 100 ლარი/
2009/2010 სასწავლო წელს ჩარიცხულები სარგებლობენ ე.წ. ერთგულების შეღავათებით.
ამ შემთხვევაში:
300 ლარს იხდის სახელმწიფო /ვაუჩერი/
2200  ლარს იხდის საქართველოს  საპატრიარქო
800  ლარს იხდის მშობელი ან მეურვე  / მე-2, მე-3, მე-4 შვილის შემთხვევაში შესაბამისად 500, 300, 100 ლარი/

სკოლა-პანსიონის ტრანსპორტით სარგებლობის  გადასახადი /საჭიროების შემთხვევაში/
ორი სავარაუდო ტრანსპორტის გამოცვლის შემთხვევაში 400 ლარი, / მე-2 შვილზე - 300;  მე-3, მე-4 შვილის შემთხვევაში, შესაბამისად, 200, 100 ლარი/.  სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრების, თანამშრომელთა და  სასულიერო პირთა  შვილების შემთხვევაში, შესაბამისად  300, 200, 100, 50 ლარი/
ერთი  სავარაუდო ტრანსპორტის გამოცვლის შემთხვევაში 200 ლარი,/ მე-2, მე-3, მე-4 შვილის შემთხვევაში, შესაბამისად  100, 50, 50 ლარი /სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრების, თანამშრომელთა და სასულიერო პირთა  შვილების შემთხვევაში, შესაბამისად  100, 50, 50,50 ლარი/

ფორტეპიანოს სწავლების ღირებულება   750 ლარი
500 ლარს იხდის საქართველოს საპატრიარქო
250  ლარს იხდის მშობელი
ვიოლინოს  სწავლების ღირებულება   850 ლარი
500 ლარს იხდის  საქართველოს  საპატრიარქო
350  ლარს იხდის მშობელი

ხალხური ცეკვის სწავლების ღირებულება  250 ლარი /იხდის მშობელი/
გადასახადის გადახდა ხდება სემესტრულად,  წელიწადში ორჯერ  სექტემბრისა და იანვრის ბოლოს.
გამონაკლის შემთხვევაში, მშობელს, რომელსაც არ აქვს  თანხის სემესტრულად გადახდის შესაძლებლობა, დირექტორის თანხმობით შედგება გადახდის გრაფიკი თვეების მიხედვით.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების   /თექის ხელოსანი, ხეზე მხატვრული ჭრა, ტანსაცმლის მოდელირება, მემინანქრე/  ღირებულება  800 ლარი
600  ლარს იხდის საქართველოს საპატრიარქო
200  ლარს იხდის სტუდენტი

სადღეღამისო პანსიონით მომსახურეობის საფასურია  3000 ლარი
2000 ლარს იხდის საქართველოს საპატრიარქო
1000 ლარს იხდის მშობელი ან მეურვე

შეღავათები:
ირანიდან /ფერეიდანი, მაზანდარი/, თურქეთიდან /ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი/, აზერბაიჯანიდან /საინგილო/, საქართველოს მაღალმთიანი რაიონებიდან /1999 წლის 8 ივნისის საქართველოს კანონის „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების  შესახებ“ - სოფლების, თემების, დაბების ჩამონათვალის შესაბამისად/ ჩამოსული ბავშვები, ეკომიგრანტთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა  შვილები, აგრეთვე საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები მზრუნველობამოკლებული ბავშვები,  რომლებიც გამოირჩევიან  მუსიკისა და მხატვრობის განსაკუთრებული ნიჭით და ცხოვრობენ პანსიონში,   როგორც საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე სადღეღამისო პანსიონში ცხოვრებას 100%-ით აფინანსებს საქართველოს საპატრიარქო.

 










კალენდარი
ივლისი 2014
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

დღევანდელ დღეს ჩვენი იუბილარები არიან:
- ლერი ხიმშიაშვილი




























შემოსვლები
სულ: 138633 
დღეს: 36 










 
© Copyright. 2010-2012. All Rights Reserved.